четверг, 24 апреля 2014 г.

გაკვეთილის თემა
ფუნქცია
სწავლების საფეხური
საშუალო.X  კლასი
მოსწავლეთა პროფილი
15 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         ფუნქციის გრაფიკის აგება
·         ფუნწციის განსაზღვრისა და მნიშვნელობათა არის დადგენა
·         ფუნქციის ზრდადობისა და კლებადობის შუალედების  განსაზღვრა
·         ფუნქციის ნიშანმუდმივობის შუალედების და კრიტიკული წერტილების განსაზღვრა.
მათ. X6.
მოსწავლეს შეუძლია ფუნქციის თვისებების კვლევა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების შესასწაბლად.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან სიმრავლეები, მათ შორის დამოკიდებულების წარმოდგენა ცხრილით, გრაფით, წყვილებით.
შეფასება
რუბრიკით
რესურსები
X კლასის სახელმძღვანელო, ცარცი, დაფა, პროექტორი.
ლელგაკვეთილის მსვობა
საორგანიზაციო საკითხები-3წთ.
     საფეხური A-გამოწვევა.
მინი დისკუსია ფუნქციებზე, მათ გრაფიკებსა და თვისებებზე(7 წთ).
     საფეხური B- შინაარსის რეალიზება.
მოსწავლეებს  ვყოფ  3 ჯგუფად: თითოეულ ჯგუფში 5 მოსწავლე. მოსწავლეები  შემთხვევით შერჩევის პრინციპით აგებენ  არჩეული ფუნქციის გრაფიკს  და  იკვლევენ  ფუნქციის  თვისებებს. ჯგუფის  წევრები  თვითონ  ინაწილებენ  თუ  ვინ რა უნდა გააკეთოს (10 წთ).
ჯგუფები  აკეთებენ  ნამუშევრების  პრეზენტაციას  პროექტორის  საშუალებით (15 წთ).
     საფეხური C- გამთლიანება.
მასწავლებელი მოსწავლეების  დახმარებით  ასახელებს  საუკეთესო  ჯგუფს  და  აფასებს  მოსწავლეებს  წინასწარ  შემუშავებული  რუბრიკის  მიხედვით(7 წთ).
    საშინაო დავალების პირობის  გაცნობა (3 წთ)




კრიტერიუმი
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
ასახელებს ფუნქციის ტიპს და მის გრაფიკს
მოსწავლე ვერ ასახელებს  ვერც ერთ ფუნქციას
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით ან დამოუკიდებლად ასახელებს ერთი ფუნქციის ტიპს მაინც
მოსწავლე ასახელებს ფუნქციათა ნაწილის ტიპს
მოსწავლე ასახელებს ფუნქციათა ტიპებს და ხარვეზებით ასახელებს მათ გრაფიკებს
მოსწავლე უშეცდომოდ ასახელებს ფუნქციათა ტიპებს და მათ გრაფიკებს
პოულობს ფუნქციის ნულებს და ექსტრემუმის წერტილებს
მოსწავლე ვერ პოულობს ფუნქციის ნულებს და ექსტრემუმის წერტილებს
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით პოულობს მხოლოდ ფუნციის ნულებს
მოსწავლე პოულობს ფუნქციის ნულებს და ხარვეზებით ექსტრემუმის წერტილებს
მოსწავლე პოულობს ფუნქციის ნულებსა და ექსტრემუმის წერტილებს , მაგრამ უშვებს შეცდომებს
მოსწავლე უშეცდომოდ პოულობს ფუნწციის ნულებს და ექსტრემუმის წერტილებს
მოსწავლე აყალიბებს ფუნქციათა თვისებებს
მოსწავლე ვერ აყალიბებს ფუნქსიათა ვერც ერთ თვისებას
მოსწავლე დახმარებით აყალიბებს ერთ თვისებას მაინც
მოსწავლე აყალიბებს მხოლოდ ფუნქციის ზრდადობისა და კლებადობის  თვისებას
მოსწავლე აყალიბებს ფუნქციის ზრდადობისა და კლებადობის თვისებას და ხარვეზებით ნიშანმუდმივობას
მოსწავლე კარგად აყალიბებს ფუნქიის ზრდადობა-კლებადობისა და ნიშანმუდმივობის თვისებებს